იტალიურმა კომპანიამ Sorma Group-მა ხილისა და ბოსტნეულისთვის 100%-იანი ქაღალდის შეფუთვა შეიმუშავა. ცელულოზის ბადე ხელს უწყობს პროდუქტების დაცვას და სუნთქვას.
ამასთან, იძლევა საშუალებას, რომ მომხმარებელმა პროდუქტი შიგნიდან სრულად დაინახოს. ამის შესახებ ინფორმაციას FruitNews-ი Sorma Group- ის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
Sorma ჯგუფს აქვს შეფუთვის ხუთი ვარიანტი. თითოეული მოდელი ტყის სამეურვეო საბჭოს (FSC) სერტიფიცირებული ქაღალდისგან არის დამზადებული.