2018 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3 ათას 100 კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33,6 პროცენტი ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დასაქმებულთა 45,7 პროცენტი თბილისზე მოდის, დანარჩენი კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება. ამასთან, საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 158 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა.
ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის გადახდილია 49 მილიონ 200 ათასი ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 31 პროცენტს შეადგენს. 59,6 პროცენტი სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის, ხოლო 9,4 პროცენტი - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.
„საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 100 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 27 მილიონ 700 ათასი ლარია.