17:38
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
ბებია დედის ხაზით ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში
06-02-2019

ბებია დედის ხაზით ყველაზე დიდ როლს ასრულებს ბავშვის ცხოვრებაში. ის არა მარტო გადასცემს ბავშვს აუცილებელ ცოდნას, უნარებს, ჩუქნის სითბოსა და სიყვარულს, არამედ მათი კავშირი ბევრად უფრო ღრმა არის. ეს კავშირი გენის დონეზეა! ცნობილი ფაქტია, რომ ბავშვები გენეტიკურად არა მხოლოდ მშობლის ნიშანთვისებებს, არამედ ბებია-პაპის ნიშან-თვისებებსაც იღებენ, რადგან მშობლებიც თავიანთი მშობლების დნმ-ის მატარებლები არიან.

პატარები, როგორც წესი, დედისა და მამის მშობლისგან თანაბარი რაოდენობის გენს იღებენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათზე გავლენას სწორედ ბებიის გენი ახდენს უფრო მეტად. რა თქმა უნდა ყველაფერი შედარებითია და თითოეული ოჯახი - უნიკალური. როდესაც საქმე გენეტიკას ეხება, წინასწარ გათვლა რთულია. უბრალოდ, ეს ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა და ყველაზე ხშირი, გამოკვლეული სპეციალისტების მიერ. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ბებიები გოგო შვილიშვილთან ყველაზე უფრო დიდ გენეტიკურ კავშირსა და სიახლოვის საშუალებას იქს ქრომოსომების წყალობით ამყარებენ. როგორც დადგინდა, დედის დედა, მამის დედისგან განსხვავებით, შვილიშვილის გენს 50% იქს ქრომოსომებს გადასცემს. შესაბამისად, მამის დედისგან განსხვავებით, შვილიშვილებს დე-დის დედასთან 25%-ით უფრო მეტი იქს ქრომოსომა აკავშირებთ გენურ დონეზე.

სპეციალისტების აზრით, იმ ემოციებმა, რასაც განიცდიდა თავის დროზე ბებია, ბავშვის დედაზე ორსულობის დროს, შეიძლება იმოქმედოს შვილიშვილის განვითარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ოჯახი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის წევრებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები