ბეჭდური მედია, რომელიც ჟურნალ-გაზეთების პერიოდულ გამოცემას გულისხმობს ყოველთვის იყო, არის და იქნება ინფორმაციის საშუალება, რომელსაც ადამიანები განსაკუთრებული ინტერესით ეცნობიან და ენდობიან. გაზეთების ფორმირებისა და ევოლუციის გზის შესახებ, კი დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მოგითხრობთ და ტრადიციისამებრ ისტორიას გადავხედავთ იმ მასალის გამოყენებით, რასაც მეცნიერები სანდო წყაროდ მიიჩნევენ.
კაცობრიობისთვის ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა საშუალება არსებობდა, რამაც დროთა განმავლობაში ბეჭდური მედიის განვითარებას შეუწყო ხელი. პირველი ხელნაწერი საინფორმაციო ფურცლები 1566 წელს ვენეციაში გავრცელდა. ეს გახლდათ იტალიასა და ევროპაში მიმდინარე საბრძოლო-პოლიტიკური სახის ინფორმაციით დატვირთული ყოველკვირეული გამოცემა, თუმცა პირველი ბეჭდური გაზეთი 1609 წლიდან გამოდის. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თანდათან გავრცელდა ინფორმაციის გაშუქების ასეთი ფორმა, რომლის პირველი ვერსია საქართველოში 1819 წლიდან იწყება თავდაპირველად „საქართველოს გაზეთის“, შემდეგ კი „ქართული გაზეთის“ სახელწოდების ქვეშ. ზოგადად, ტერმინი გაზეთი მე-17 საუკუნიდან გვხვდება თუმცა, გერმანიაში პუბლიკაციები, რომლებსაც ჩვენ დღეს საგაზეთო გამოცემებად მივიჩნევთ, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ვრცელდებოდა. ეს გამოცემები იბეჭდებოდა, თარიღდებოდა, გამოდიოდა რეგულარულად და მოიცავდა მრავალფეროვან ახალ ამბებს. ამან განაპირობა სტამბების უზრუნველყოფაც, საიდანაც საგამომცემლო პრესა იღებს თავის სახელს.
გაზეთებში, ყველაზე მნიშვნელოვანი - ახალი ამბების წარმოება რეპორტიორების მიერ ისტორიების შეგროვებით იწყება. ამასთან მარკეტინგის დეპარტამენტი ყოველდღიურად აქვეყნებს გაზეთში რეკლამასაც, რაც კერძო სტრუქტურისთვის ფინანსურ ინტერესთან ერთად საზოგადოებისათვის სასარგებლო ინფორმაციის მოწოდებასთანაც იკვეთება. ახალი ამბების შეგროვება და გავრცელება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ყველა გაზეთისთვის, რადგან ეს არის პრესის პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და ამან შეიძლება განსაზღვროს რეკლამის განმთავსებლის მფარველობის დონეც. თუმცა მასალის მოპოვებას მთელი პროცესები მოსდევს: ამბის შეგროვების შემდეგ, რედაქტორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რეპორტიორის მიერ წარმოდგენილი მასალის რედაქტირებაზე და ასე გადის ერთი ტექსტი რამდენიმე ადამიანის ხელში მანამდე, სანამ ფურცელზე მოთავსდება.
21 საუკუნეს ციფრულ ერას უწოდებენ და ხშირად ჩნდება მოსაზრება, რომ ინფორმაციის მიღების ალტერნატიულმა ვერსიებმა ზოგადად კითხვის და მათ შორის გაზეთის კითხვის კულტურა გააქრო, თუმცა თუ სტატისტიკას დავუჯერებთ ციფრები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ: დღესდღეობით გაზეთს რეგულარულად 2,5 მილიარდი ადამიანი კითხულობს და ეს მაშინ, როცა ინტერნეტს ან სხვა გაჯეტს 2,2 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. 500 მილიონზე მეტი ეცნობა ინფორმაციას გაზეთის ფურცლებიდან და 100 მილიონზე მეტი კითხულობს მათ ციფრულ ვერსიას. გასულ წელს, გაზეთების ტირაჟი გლობალურად გაიზარდა 1,1%ით 512 მილიონ ეგზემპლარამდე. 2007-2011 წლების შუალედში ზრდა 4,2%. გაზეთების მზარდი ტირაჟი აზიაში ანაზღაურებს ტირაჟის დანაკარგებს აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში გაზეთების მკითხველთა რაოდენობა კვლავ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას მკითხველთა ყველაზე მაღალი რაოდენობა ჰყავს რეგიონების მიხედვით, ბოლო წლებში ჰონგ-კონგი და სამხრეთ კორეა, მსოფლიოს ორი ყველაზე საკომუნიკაციო ქვეყანა, შეუერთდნენ ამ ქვეყნებს. შესაბამისად, გაზეთის ბეჭდვის მზარდი დინამიკა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბეჭდური მედიისადმი დაინტერესებას, სანდოობასა და განსაკუთრებულობას.