ყოველ დილით თბილისის ქუჩებს მიუყვებოდა. ყოველთვის განუყრელ „მეგობართან“, ტყავის ჩანსთასთან ერთად დადიოდა. დაჰქონდა სიხარულის ბედნიერების და ხანდახან სევდის გზავნილებიც... მერე მან დაასრულა. დააასრულა და აქ დამთავრდა გასული საუკუნის მემატიანისა და უბრალოდ ძველი ფოსტალიონის ეპოქა.ამ პროფესიამ მრავალი საუკუნის განმვალობაში სახელი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა საჭიროება აქტუალობას ბოლომდე არ კარგავს. შიკრიკობიდან ფოსტალიონობამდე დიდი და გრძელი გზა იყო. ფოსტალიონობიდან კურიერობამდე კი, რამდენიმე ათწლეული... დღეს მათ, ვისაც ამანათები და წერილები დააქვთ, ფოსტალიონების ნაცვლად კურიერები ჰქვიათ. ახლა, საფეხმავლო ბილიკების ნაცვლად, გზაზე მოტოციკლის ნაირსახეობით ე.წ. სკუტერებით უბნიდან უბანში უსწრაფესად და შეუფერხებლად გადაადგილდებიან. დამკვეთებიცა და ადრესატებიც დროს ლოდინს აღარ უთმობენ...