არაბული ტელეარხის, beIN Sports-ის ინფორმაციით, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2022 წელს, ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოეკვეთა. აღნიშნული ინფორმაცია არაბული ტელეარხის სოციალური გვერდებიდან გავრცელდა. პარალელურად რუსული საინფორმაციო წყაროები ამტკიცებენ, რომ არც უეფასა და არც ფიფაში მსგავსი შინაარსის წერილი არ მისულა და ეს დეზინფორმაციაა.