ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაიღუპა 78 და დაშავდა 4 000-ზე მეტი ადამიანი,- ამ ინფორმაციას “როიტერსი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიბანის ოფიციალური პირები აფეთქებას ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.
პრეზიდენტმა დღეისთვის მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გარდა ამისა, მიშელ აუნმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.