ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა და უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომელში გამარჯვებულიც ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს, ასევე, თბილისში მიიღებს.