მინსკი ახალი სანქციების საპასუხოდ მკაცრს, მაგრამ ადეკვატურ ზომებს მიიღებს, - მედიის ინფომრაციით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„სანქციების მავნე ბუნება და უსარგებლობა დიდი ხანია ნათელია ყველა გონიერი ადამიანისთვის, ისევე როგორც მათი უარყოფითი გავლენა ორივე მხარეზე. დაწესებული სანქციების საპასუხოდ მკაცრ, თუმცა ადეკვატურ ზომებს მივიღებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მინსკის მტკიცებით, სანქციების დაწესების პროცესი საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
"ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ ევროკავშირია, რომელმაც სანქციებისა და აგრესიის სპირალი წამოიწყო. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ევროპელ პოლიტიკოსებს, გონს მოეგონ", - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ ევროკავშირმა, გაერთიანებულ სამეფომ, აშშ-მ და კანადამ ბელარუსს სანქციები კოორდინირებულად დაუწესეს. დასავლეთის ქვეყნებმა მინსკს მიგრაციის ორგანიზების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.