სამართალდამცავებმა გუშინ ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს, მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონის დარღვევისთვის, 363 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გუშინ ქვეყნის მასშტაბით 59 საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 5 000-მდე ადამიანმა მიიიღო.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 363 მოქალაქიდან 252 მინსკში დააკავეს. ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას, რომელიც გუშინ გაიმართა, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.