ბელარუსში სხვადასხვა მნიშვნელოვანი საწარმოს თანამშრომლებმა და პენსიონრებმა საპროტესტო მსვლელობები მოაწყვეს. Reuters-ის ინფორმაციით, საპორტესტო აქციებს ასობით სტუდენტიც შეუერთდა.
ადამიანის უფლებების ცენტრის, „ვესნას“ ცნობით, გუშინ გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა სულ მცირე 235 ადამიანი დააკავეს. ბელარუსის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა საყოველთაო გაფიცვის დაწყების შესახებ ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ყველა მსხვილი სამრეწველო კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან იმართება. ოპოზიციის განმარტებით ლუკაშენკოსათვის წარდგენილი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და ისინი მასშტაბურ გამოსვლებსა და გზების ბლოკირებას აპირებენ.