ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ოლგა ჩემოდანოვას თქმით, სამართალდამცავებმა არასანქცირებული აქციის დროს „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფისთვის“ საჭირო ზომები მიიღეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 235 დაკავებულის შესახებ.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს ბელარუსში სხვადასხვა მნიშვნელოვანი საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა და პენსიონრებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც ასობით სტუდენტიც შეუერთდა. ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან იმართება.