ბელარუსში ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერ აქციებზე 250-მდე ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი Viasna ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მედიის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციები ბელარუსის რამდენიმე ქალაქში: მინსკში, გროდნოში, გომელსა და ბრესტში ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ორ მთავარ მეტოქეს -ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით კანდიდატებად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს არის დანიშნული.