ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართული საპროტესო აქციის დროს მომიტინგეებმა ავტობუსი გაიტაცეს და ცეცხლი წაუკიდეს, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს. ბელფასტში საპროტესტო ტალღა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შედეგად ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს დანარჩენ ტერიტორიას შორის წარმოქმნილი ახალი სავაჭრო ბარიერების გამო დაიწყო.
ამასთან, მომიტინგეები აპროტესტებენ სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ირლანდიის ნაციონალისტური პარტიის, „შინ ფეინის“ ლიდერებს დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრების გამო პასუხისმგებლობა არ დააკისრეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაარღვიეს.