სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.
BBC-ის ცნობით, ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც გასულ ღამეს 43 პოლიციელი და აქციის 17 მონაწილე დაშავდა.
რამდენიმე დღის წინ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ხელისუფლება ბელგრადში პარასკევიდან ორშაბათამდე ე.წ. „კომენდანტის საათის“ დაწესებას გეგმავდა. ამ გაცხადებას დედაქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტს კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დასაძლევად არასწორ ქმედებებში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.