ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდ ლუკაშენკო რუსეთს პოლიტიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს. მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთს ეშინია ბელორუსი მოსკოვის ორბიტას მოშორდეს. მან ასევე რუსეთის მიერ ბელორუსთან სასაზღვრო ზონის შექმნა გააპროტესტა. ლუკაშენკოს თქმით, ქვეყნისთვის ისტორიული წარსული და დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსული ნავთობი. რუსეთისა და ბელორუსის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2014 წელს ოფიციალურმა მინსკმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია აღიარა.