თანამედროვე ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობ კაცს, ბენ აფლეკს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ალკოჰოლთან დამოკიდებულების პრობლემა. უახლეს ინტერვიუში მან საჯაროდ განაცხადა, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ქორწინება იყო.
49 წლის მსახიობმა Howard Stern Show-ში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ჯენიფერ გარნერთან ქორწინებამ ნაწილობრივ განაპირობა მისი ალკოჰოლიკობა:
"ალბათ, ახლაც დალევას გავაგრძელებდი [ისევ რომ ერთად ვიყოთ]. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დალევა დავიწყე... რადგან თავს მახეში გაბმულად ვგრძნობდი. ვფიქრობდი: 'ბავშვების გამო მისი მიტოვება არ შემიძლია, მაგრამ რა ვქნა, რომ უბედური ვარ?' ამის გამო ბოთლით სკოჩს ვსვამდი და დივანზე ვიძინებდი, რაც სულაც არ იყოს კარგი გამოსავალი", — ამბობს აფლეკი.
2018 წელს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის და ჯენიფერ გარნერი დაშორდნენ. წყვილმა 2005 წელს იქორწინა და სამი საერთო შვილი ჰყავთ. როგორც უცხოური მედია წერს ჯენიფერ ლოპესი განაწყენებულია აფლეკის ინტერვიუს გავრცელების შემდეგ