11:33
30 ივნისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ART NEWS
ბენედიქტ კამბერბეჩი უკრაინელების ოჯახს შეიფარებს
04-05-2022

ინგლისელი მსახიობი, ბენედიქტ კამბერბეჩი უკრაინელების ოჯახს საკუთარ სახლში შეიფარებს - ამის შესახებ მან Sky News-თან ილაპარაკა.

მისი თქმით, ოჯახს, რომელმაც უკრაინიდან წამოსვლა შეძლო, ამჟამად მკურნალობა ესაჭიროება.

"ოჯახმა უკრაინიდან გამოღწევა შეძლო, მე ყოველდღიურად ვაკვირდები მათ პროგრესს. სამწუხაროდ, ამჟამად მკურნალობენ - ამის შესახებ მეტის თქმა მათ პირად სივრცეში შეჭრა იქნება და ასევე, მეტი საუბარი იმაზე, როდის გადმოვლენ ჩემთან და ეს როგორ მოხდება, ჩემს სივრცეში შემოჭრა იქნება - თუმცა, მე მსურს, რომ მათ სტაბილურობა მივცე, იმ აურზაურის შემდეგ, რაც გამოიარეს". - თქვა კამბერბეჩმა.

მისივე თქმით, ის, რასაც დიდი ბრიტანეთი სთავაზობს უკრაინელ ლტოვილებს შესანიშნავია, თუმცა გასაკეთებელი უფრო მეტია.

"მე ვმუშაობ მშვენიერ საქველმოქმედო ორგანიზაცია Refugees at Home-ში, რომელიც სამთავრობო [დახმარების] სქემაში მოსახვედრად ძალიან კარგია და ასევე, უფრო ფართო მხარდაჭერის შესათავაზებლად, რომელიც საჭიროა იმ ფსიქოლოგიური ტრავმისთვის, რასაც ეს ადამიანები განიცდიან". - ამბობს მსახიობი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები