ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომანის ყურეში ისრაელის კუთვნილ გემზე განხორციელებულ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.
„ეს ნამდვილად ირანის ქმედება იყო. ირანი ისრაელის უდიდესი მტერია,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ ადგილობრივ რადიო Kan-თან ინტერვიუში.
ისრაელის კუთვნილ სატვირთო გემზე Helios Ray-ზე, რომელიც სინგაპურისკენ მიდიოდა, პარასკევს აფეთქება მოხდა. გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრებისგან არავინ დაშავებულა.
აფეთქების შემდეგ, გემი შესაკეთებლად დუბაის პორტში შევიდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.