ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კარანტინშია. კარანტინში იმყოფებიან მისი მრჩეველები და მთავრობის რამდენიმე წევრი. აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრემიერის ერთ-ერთ მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა.
„ვიდრე ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგი გახდება ცნობილი, რომელიც ყველა ეჭვს გამორიცხავს, პრემიერ-მინისტრმა და მისმა უახლოესმა პირებმა გადაწყვიტეს თვითზილაციში გადავიდნენ“,-აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, ისრაელში ამ დროისთვის კორონავირუსის 3340-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.