ეროვნული კინოცენტრისა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლზე პროგრამის "გადაიღე საქართველოში" სტენდია წარმოდგენილი. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება იმ უცხოელ კინომწარმოებლებთან, რომლებიც საქართველოში კინოგადაღებებით არიან დაინტერესებულნი. მათივე თქმით , პარალელურად, ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პლატფორმაზე Berlinale Talents წელს 2 ქართველი კინემატოგრაფისტი იღებს მონაწილეობას.