კინოსტუდია Warner Bros-მა ბეტმენის ახალი თრეილერი გაავრცელა. ვიდეოში კომიქსების გმირი, ქალი-კატა ჩანს, რომლის როლს ზოი კრავიცი ასრულებს.
ბეტმენის ახალ ნაწილში გოთემის მცველის როლს რობერტ პატინსონი პირველად ითამაშებს. DC-ის ფილმში გამოჩნდებიან კლასიკური ბოროტმოქმედები რიდლერი და პინგვინი, უკანასკნელის როლს კორინ ფარელი თამაშობს. მომავალი ბლოკბასტერი სრულწლოვან აუდიტორიაზე არის გათვლილი და კინოთეატრებში R რეიტინგით გამოვა.
ახალი ბეტმენი კინოთეატრებში 2022 წლის 4 მარტს გამოვა