ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტოს შეფასებით, ბევრ საკითხს საქართველო კარგად ართმევს თავს, თუმცა, მეტია საჭირო, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის გაძლიერების, ანტიკორუფციული ზომებისა და დამოუკიდებელი მედიის თვალსაზრისით. აღნიშნულის შესახებ პეკა ჰაავისტომ "პალიტრანიუსს" ჰელსინკიში განუცხადა. ევროკავშირში წევრობის შესახებ საუბარი შესაძლოა, ადრეა, თუმცა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უკვე საკმაოდ ღრმაა.