მართალია, ბევრი მორიელს ვერაგ მტაცებლად მიიჩნევს, რომელიც კუდის წვერში მოთავსებული შხამიანი ნესტარით ნებისმიერ ცოცხალ არსებას ანადგურებს, ვინც გზაზე გადაეღობება, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ უბოროტო ცხოველი აგრესიას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ამჟღავნებს და შეტევაზეც თავდაცვის მიზნით გადადის.მორიელის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, რადგან ნაკლებად პრეტენზიული არსება ერთნაირად კარგად ეგუება ნებისმიერ კლიმატურ პირობებს არქტიკის, ანტარქტიდის და ახალი ზელანდიის ზოგიერთი რაიონის ბუნებრივი ლანდშაფტის გარდა, თუმცა უპირატესობას მაინც ცხელ და გვალვიან რეგიონებს ანიჭებს და სწორედ ამიტომ, ხშირად "უდაბნოს ცხოველის" სახელითაც მოიხსენიებენ.