"ბევრს ვერ წარმოუდგენია, რატომ არ საუბრობს პატრიარქი პროკურორის და საბრალდებო დასკვნის ენით - ან ვერ წარმოუდგენია, ან განგებ ითხოვს ასეთი ხარისხის დაძაბულობას", - განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.ვოლსკიმ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ "მოცემულობაა ის, რომ ადამიანი დაკავებულია გერმანიაში ციანიდის წაღების მცდელობაზე, სადაც ოპერაციას პატრიარქი იკეთებდა".