ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. იანოშ ჰერმანს ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხვდება. შეხვედრის შემდგე კი მედიისთვის განცხადება გაკეთდება.ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნულ „პოსტის“ დაკავება მიულოცა.