წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ წარმომადგენლები და „ბიბლუსის“ პროექტის, „კრაფტერების კლუბის“ წევრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების რეაბილიტაციის ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ და აღსაზრდელებს წიგნები და ხელსაქმის მასალები მიუტანეს. ვიზიტის დროს „მზის სივრცის“ აღსაზრდელებმა, კრაფტერებმა და „ბიბლუსის“ წარმომადგენლებმა კრაფტები ერთადაც დაამზადეს. "მზის სივრცის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ინგა ლოლაძემ განაცხადა, რომ არაერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა „ბიბლუსთან“ ერთად. „ბიბლუსის“ მარკეტინგის მენეჯერმა, თაკო ღაჭავამ კი განაცხადა, რომ "კრაფტერების კლუბი" არის "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც აერთიანებს 10-დან 18-წლამდე ბავშვებს, ვინც დაინტერესებულები არიან ხელსაქმით და აკეთებენ ხელნაკეთ ნივთებს.