„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის იმ დეპუტატებს შეხვდა, რომლებიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას არ უჭერენ მხარს. ივანიშვილმა დეპუტატებთან შეხვედრა ცალცალკე გამართა. შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა. როგორც დეპუტატები აღნიშნავემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან შეხვედრა საკმაოდ მძიმე იყო და მათ სცადეს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პოზიციების სისწორეში დაერწმუნებინათ.