საპატრიარქოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მივიდა. მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, სავარაუდოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა. ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად მივიდა. 15 წუთიანი აუდიენციის შემდეგ , ექს პრემიერმა საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვა.