Forbes-ის ინფორმაციით, „შავ ორშაბათს“ მსოფლიოს 10-მა უმდიდრესმა ადამიანმა დაახლოებით 38 მილიარდი დოლარის ქონება დაკარგა. ყველაზე დიდი დანაკარგი მიიღო ბერნარ არნომ. მისი ქონება 6 მილიარდი დოლარით ანუ 6%-ით შემცირდა.
ცნობისთვის, ორშაბათი როგორც აზიის, ასევე ამერიკის საფონდო ბირჟებზე ვარდნით დაიწყო. აქციებზე ფასის სწრაფად შემცირების გამო ამერიკის საფონდო ბირჟები გახსნიდან მალევე დაიხურა. ბაზრების ვარდნა კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოხდა, რასაც OPEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების ფაქტობრივად, ჩაშლა დაემატა.
მილიარდერების რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი ხვდება. მისი ქონება ბოლო 1 კვირის განმავლობაში 70 მილიონი დოლარით შემცირდა. კერძოდ, 2 მარტის მონაცემებით, მისი ქონება 5 მილიარდ 370 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, 9 მარტის მდგომარეობით კი - 5 მილიარდ 300 მილიონი დოლარია. რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 336-ე ადგილზეა.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.