„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ბოსტანში წავიდა. ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე ისაუბრა.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, „ბოსტანში წავიდა რომის იმპერატორი დიოკლეტიანეც, რაც სასაცილო არ არის“.