საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა კომპანია ბილაინმა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო პერსონალის სამსახურში უფასო ტრანსპორტირება დაიწყო. მედპერსონალის გადაადგილებას ბილაინი დაქირავებული სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით უზრუნველყოფს.
ყოველი მგზავრობის დასრულებისთანავე სატრანსპორტო საშუალებებს უტარდება დეზინფექცია და ამასთანავე მგზავრების გადაყვანაც განისაზღვრება სახელმწიფოს დადგენილების შესაბამისად.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბილაინმა ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევების აღმოჩენისთანავე დაიწყო ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებიების გატარება და ამას დღესაც აქტიურად განაგრძობს, უფრო კონკრეტულად კი ბილაინი იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც სრულად გადავიდა სახლიდან დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე, მათ შორის დისტანციურად მუშაობს ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ამასთანავე მიუხედავად იმისა, რომ ბილაინის ყველა მაღაზია დაკეტილია, მომხმარებელს მაინც შეუძლია ნებისმიერი მომსახურების მიღება ციფრული არხების მეშვეობით, მათ შორის აპლიკაციით, ვებგვერდის ონლაინ ჩატით და სატელეფონო ცენტრით.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ბილაინმა საზღვარგარეთ დარჩენილ 2500 მდე აბონენტებზეც იზრუნა და მათ შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის როუმინგში საჩუქრად ინტერნეტის პაკეტი ჩაურიცხა.