თბილისში, 2021 წლის აგვისტოში 2 ათას 902 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტია. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.
რაც შეეხება ბაზრის ზომას, კვლევის თანახმად, 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 132 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 2020 წლის ივლისთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 24%-ით, ბაზრის ზომა კი - 37%-ით არის გაზრდილი.
„ქოლიერსის“ ცნობით, 2021 წლის აგვისტოში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში ათას 862 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით.