წარმოგიდგენთ ბიო სანათს, რომელიც ამავდროულად არის მინიატურული ბაღი. როგორც ამბობენ, ქოთნის ბაღი გამოყოფს 33 პროცენტამდე ჟანგბადს ყოველდღიურად. ბაღს არ ჭირდება განსაკუთრებული მოვლა, გადარგვა ან მიწა. ის თავისით იზრდება უნიადაგოდ და მხოლოდ მორწყვას საჭიროებს შიგადაშიგ. მცენარეები ჰიდროპონიკის ტექნოლოგიაზე იზრდება და არ ჭირდება მზის სინათლე. იმისთვის რომ მცენარე სრულყოფილად გაიზარდოს,მას 15 დღე სჭირდება. Grasslamp-ს 40 სახეობის სხვადსხვა მიკრო მცენარის და ყვავილის მოყვანა შეუძლია. სანათი საჭიროებს მხოლოდ და მხოლოდ დიოდურ სინათლეს და წყალს. იდეის ავტორების თქმით, მოწყობილობას შეუძლია ქორფა და სასარგებლო მწვანილის ან ბალახის მოყვანა, რომელიც თქვენს შინაურ ცხოველსაც გაახარებს. ლამპა არის ეკომეგობრული და თანამედროვე სატნდარტების შესაბამისად შემუშავებული. ის არის თანამედროვე ტექნოლოგიის, ბუნებისა და დიზაინის ჰარმონიული კომბინაცია, რომელიც ნებისმიერ სახლს, სამუშაო მაგიდას ან ოფისს დაამშვენებს. როგორც ამბობენ, ეს არის ტრადიციული მებაღეობის ალტერნატიული და თანამედროვე მეთოდი, რომლის მეშვეობით თქვენ თავს ბუნებასთან უფრო ახლოს იგრძნობთ და სახლის პირობებში სასურველ მცენარეს გაზრდით.