17:59
24 იანვარი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ბითაძის ''ინდიანა'' სახლში დამარცხდა
10-12-2019

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი სახლში ლოს ანჯელეს კლიპერსს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 110-99 დასრულდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე სულ 2 წუთი გაატარა და არცერთი სტატისტიკური მაჩვენებელი არ დაუფიქსირებია. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ პოლ ჯორჯი დასახელდა, რომელმაც 36 ქულა 9 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა. ინდიანას რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა 4 პასი და 22 მოხსნა შესძინა. მიმდინარე სეზონში ბითაძის პეისერსმა 24 შეხვედრა ჩაატარა და 15 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები