მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტა ბიტკოინი გაძვირდა და მიმდინარე კვირაში მეორედ მიუახლოვდა 2018 წლის მაქსიმუმს.
CoinDesk-ის ინფორმაციით, ბიტკოინის ფასმა ბოლო ვაჭრობისას 2%-ით მოიმატა და 14 ათასი დოლარი გახდა. ბოლოს ამ ნიშნულამდე ამ კრიპტოვალუტის ფასი 31 ოქტომბერსაც დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასის ზრდაზე აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები მოქმედებს.