ციფრული ვალუტა ბიტკოინის საბაზრო ღირებულებამ გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გადალახა 10 ათას დოლარიანი ნიშნული. ამ ფსიქოლოგიური ზღვარის გადალახვის შესახებ ინფორმაციას ციფრული ვალუტების საფონდო პორტალი Coindesk იუწყება.
როგორც ცნობილია, ეს მაჩვენებელი ბიტკოინისთვის არ არის უმაღლესი მაჩვენებელი. 20 ათას დოლარს ამ კრიპტოვალუტის ფასმა 2017 წელს მიაღწია.