ბიუ-ბიუს გაყიდვები 5%-ით ისევ შეუმცირდა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე „ბიზნესპრესნისუთან“ საუბრისას აცხადებს, ამის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისია, რის გამოც, მოსახლეობას შემოსავლები შეუმცირდა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, პროდუქტი არ გაძვირებულა, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ დაანონსდა. „ბიუ-ბიუს“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ შიდა გაყიდვების შემცირების საპირწონედ კომპანიამ აზერბაიჯანში ექსპორტის მოცულობა გაზარდა.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ ქათმის შესაძლო გაძვირებაზე „ბიზნესპრესნიუსთან“ რევაზ ვაშაკიძე ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში საუბრობდა. მისი თქმით, პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ფასი შეენარჩუნებინა. თუმცა, ხორბლის გაძვირებამ და ლარის გაუფასურებამ, პროდუქტის საფასო პოლიტიკაზე შესაბამისი გავლენა იქონია. თუმცა მოგვიანებით, რევაზ ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ ფასის მომატება მათ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო გადაიდო.