„ბოლო 15 წელიწადში სოფლის მეურნეობის განსავითარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, თუმცა, როგორც მონაცემები აჩვენებს, ეს პროგრამები ძირითადად სოციალური შინაარსის უფრო იყო, ვიდრე ამ დარგის ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდაზე გათვლილი“. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2013-2019 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მილიარდ 500 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის საშუალო ზრდის ტემპი 1.5% იყო და 3-ჯერ ჩამორჩებოდა ეკონომიკის საშუალო ზრდის მაჩვენებელს.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციაზე, სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის პროგრამაზე და შეღავათიან აგროკრედიტებზე იხარჯება.
ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობა უცხოური ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ არის. ორგანიზაციის ცნობით, ინვესტიციების შემოსვლას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვის აკრძალვაც უშლის ხელს.