ახლად დანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა ბიზნეს ასოციაციასთან პირველი შეხვედრა გამართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრო. მიხეილ დაუშვილი თქმით შეხვედრაზე მხარეებმა კერძო სექტორში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს, მათ შორის სადაზღვევო და თამბაქოს ბაზარებზე არსებული გამოწვევები განიხილეს. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სხვადახსვა დარგში პრობლემების გადაწყვეტასთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბიზნესისთვის სტაბილური გარემოს შექმნა. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ თითოეული პრობლემა, რომელზეც ბიზნესი ომბუდსმენთან ისაუბრებს, პირდაპირი კავშირის გზით მივა პრემიერამდეც. გახარიამ ბიზნესს პირობა მისცა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, ქვეყანაში მათთვის სტაბილური გარემოს შესაქმნელად.