დღეისათვის, ადგილობრივ ბაზარზე ასეულობით ბრენდირებული ქართული აგროპროდუქტია, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ ახალ საწარმოებსა და ახლადგაშენებულ ბაღებში შეიქმნა. სწორედ ესაა სოფლის განვითარების სააგენტოს საქმიანობის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომლის უკან დგას უამრავი დასაქმებული ადამიანი, როგორც გადამამუშავებელ, ასევე პირველად წარმოებაში.
რა გზას გადის ფერმერი, რომ ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტი მივიღოთ? - ამ და სხვა საინტერესო თემებით, "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე.