ბათუმში "ბიზნეს სამართლის დღეები" იმართება. ზღვისპირა ქალაქში რამდენიმე იურიდიული ორგანიზაციის მხარდაჭერით „ბიზნეს სამართლის დღეები“მიმდნინარეობს, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა არის. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, შეხვედრაზე საერთაშორისო საგადასახადო სამართლის, სახელმწიფო შესყიდვებთან და დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. სპეციალური სესია დაეთმობა თემას: "აბრეშუმის გზა" და ადვოკატის შესაძლებლობები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება და მონაწილეები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ. ღონისძიება ბათუმში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც მოეწყობა.