წამყვანი ბიზნესგაერთიანებების მიერ გაკეთებულ განცხადებას კონსტიტუციაში 94-ე მუხლის უცვლელად შენარჩუნებასთან დაკავშირებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან. ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ ახალი გადასახადების შემოღება ან არსებულის განაკვეთის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ რეფერენდუმის გზით და აღნიშნული ჩანაწერის გაუქმება ინვესტიციების მოზიდვას შეამცირებს. მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე არ გამორიცხავს რომ კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღება მთავრობას საპენსიო რეფორმის განხორციელებისთვისაც სჭირდება.