ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული გირაო გადაიხადა. მისი ადვოკატის კახა წერეთლის განცხადებით, გირაოს საფასური მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონებით იქნა უზრუნველყოფილი.
შეგახსენებთ, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურა ბიზნესმენს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.