ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობებს ტოვებენ.აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა სააგენტოს თავად ლევან კალანდაძემ დაუდასტურა.
კალანდაძის თქმით, მან და ირაკლი ლექვინაძემ გადადგომის შესახებ განცხადებები 8 ნოემბერს დაწერეს.
"მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარს პრესსამსახური გააკეთებს. ეს მოხდა ჩვენი სურვილით. რაიმე პოლიტიკურ ჩარევას კატეგორიულად გამოვრიცხავ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, ის და ირაკლი ლექვინაძე სავარაუდოდ, ისევ ერთ სტრუქტურაში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა სად, კალანდაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.