Check in Georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა” 16 ივნისს 2019 წლის სეზონს Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ამერიკული მუსიკალური ბენდი საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბენდს მთლიანობაში 76 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.