ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალის - შავი სარკის შემოქმედი ჩარლი ბრუკერი 2020 წლის შესახებ ახალ პროექტზე მუშაობს.
ჩარლი ბრუკერმა 2020-ის შესახებ სცენარი ნეტფლიქსისთვს დაწერა. მასში მსახიობი ჰიუ გრანტი ისტორიკოსის როლს მოირგებს, რომელიც ამ წელთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს. მათ ვისაც ბლექ მირორის წინა სეზონები აქვთ ნანახი, ეცოდინებათ რომ საკმაოდ მძაფრსიუჟეტიან სერიებს უნდა ველოდოთ, რომელიც ახლა უკვე ჩვენს რეალურ აწმყოს უკავშირდება.