12:47
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
Bloomberg - ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 66.1% აიცრა, აშშ-ში 56.7%, ჩინეთში კი - 74.8%
16-10-2021

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 6.64 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 26.4 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 43.2%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი. მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.22 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 972 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 578 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 405 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 66.1% აიცრა, აშშ-ში 56.7%, ჩინეთში კი - 74.8%.

AutoPlay
პარლამენტის გადაწყვეტილებით საშემოსავლო გადასახადი არ განახევრდება
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
ლევან დავითაშვილი სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა
გამოქვეყნდა 18 წუთის წინ
თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
2020 წელს სააკაშვილმა გადაიტანა კოვიდი, ძილის გარკვეული პრობლემები იყო და დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული პრეპარატები - ექიმი
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები