გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ კომპანიები BMW, Volkswagen Group-ი და Daimler-ი კარტერული გარიგების გამო, რომელიც ამ კომპანიების მხრიდან ფოლადის შესყიდვებს უკავშირდება, 100 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
მარეგულირებლის ინფორმაციით, ეს წამყვანი გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიები 2004-2013 წლებში შეთანხმებით მოქმედებდნენ და ამ გზით ავტომობილის თვითღირებულებას 1%-ით აიაფებდნენ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიებმა ჯარიმები აღიარეს და მზად არიან, გადაიხადონ. BMW-ს განცხადებით, ისინი 28 მილიონ ევროს გადაიხდიან, Daimler-ი - 23 მილიონ 500 ათასს, ხოლო VW Group-ში აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიების დასრულებას მიესალმებიან.