ბავარიულმა კომპანიამ BMW-მ გაყიდვების მიხედვით, მის უშუალო კონკურენტ Mercedes-Benz-ს გაყიდვებით აჯობა. მიმდინარე წლის ივნისში BMW-ს მსუბუქი ავტომობილების გაყიდვებმა 203 ათას 523 ეგზემპლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.4%-ით მეტია. ხოლო კონკურენტმა შტუტგარტულმა კომპანიამ 196 ათას 230 ერთეული გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 3.7 %-ით ნაკლებია. აღნიშნულ კლებას Mercedes-Benz-ი მოდელებში თაობათა ცვლილებით ხსნის, რის გამოც მიმავალი მოდელების რეალიზება და ახლის მიწოდება ფერხდება.აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში Mercedes-Benz-ი თვეების გაყიდვების მიხედვით ლიდერი იყო და ეს არის პირველი შემთხვევა ამ პერიოდში, როცა BMW-მ მას გაასწრო.საერთო ჯამში კი, 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით Mercedes-Benz-ი მსოფლიოს ნომერ პირველი პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმობელი ბრენდის სტატუსს ინარჩუნებს. „სამქიმიანებმა“ წელს მილიონ 134 ათას 729 ავტომობილი გაყიდეს, მაშინ როცა BMW-ს გაყიდვები მილიონ 75 ათას 959 ეგზემპლარს შეადგენს.